ეკა მჟავანაძის ცეკვა სოციალურ ქსელს იპყრობს – მსახიობის საოცრი შესრულება და ცხოვრების საინტერესო ამბები – Marao

მსახიობი ეკა მჟავანაძე ბავშობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია.
ეკა მჟავანაძე ახლა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.ჰაყვს ოჯახი, ორი შვილი და აქტიურად აგრძელებს სამსახიობო კარიერას როგორც თეატრის სცენაზე, ისე კინოში. ამჯერად სწორედ ერთ-ერთი სპექტაკლის, „ქალების“ ნაწყვეტს გთავაზობთ, სადაც ეკა გურანდას როლს თამაშობს, მისი არტისტიზმი და შარმი კი სცენას გასცდა და ვიდოები სოციალურ ქსელშიც დიდ მოწონებას იმსახურებს.
“24-25 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი შეიცვალა. დავიბადე, გავიზარდე ბარნოვზე. მამა იყო „მარჯანიშვილის თეატრის“ დირექტორის მოადგილე. მამა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მე საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლებას, კულისებში შევსულიყავი. ეს ყველაფერი ზღაპრის სამყარო იყო. როცა თეატრში მივედი, ისეთი დასი დამხვდა, ისინი ქმნიდნენ ეპოქას. მაშინ სულ ორი-სამი დრამატული თეატრი იყო. ის ადამიანები ჩემთვის იყვნენ „ღმერთები“. ახლოს ვიყავი ლენა ყიფშიძესთან, ჩვენ ვმეგობრობდით. მან განაახლა „ძველი ვოდევილები“. მასწავლიდა გრიმის გაკეთებას. დიდი ოსტატი იყო. 90-იან წლებს ვიხსენებ, როცა საქართველოში გაჭირვება იყო.
მამა წინააღმდეგი იყო ჩემი სამსახიობო კარიერის, არადა, მან მომწამლა ამით. გამოცდების პერიოდში ყველას ავუკრძალე მოსვლა. რუსთაველზე არ დაგინახო-მეთქი, მამას ვუთხარი. მახსოვს, ერთ-ერთი გამოცდიდან რომ გამოვედი, ოპერასთან, მამა ხის უკან იდგა. ბავშვობაში სულ ვთამაშობდი, ხან პედაგოგი ვიყავი, ხან – დედა. ჩემთვის არავის ეცალა, უბნის ბავშვებს კონცერტებს ვუმართავდი. სულ მეუბნებიან, კომუნისტური წყობა როგორ გენატრებაო, მე ის კი არ მენატრება, მენატრება ბავშვობა, ახალგაზრდობა, სტუდენტობა, რომელიც არასდროს დაბრუნდება. მაშინ გავჩნდი, რა ჩემი ბრალია.
გიგა ლორთქიფანიძის გუნდში მოვხვდი, ბრწყინვალე კოლექტივი იყო, სულ სიცილი იყო, მხიარულება, ყველა კარგ დროს ატარებდა. მამა პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა. და ბოლოს მითხრა, აი, ახლა გჭირდებოდიო შენ მეო. ასე დავრჩი მარტო, იმიტომ, რომ დედა ექიმი გახლდათ, ირგვლივ ხელოვანი არავინ იყო. ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე, გულის ტკენა და ამიტომ, ჩემს შვილებს ავუკრძალე ამ პროფესიის არჩევა.
სკოლაში სიარული არ მიყვარდა და არც ვიცი, რატომ. კარგ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ალბათ იმიტომ მეზარებოდა სკოლაში წასვლა, რომ დილით ადრე ადგომა არ მიყვარდა და ვერ ვიტანდი ტექნიკურ საგნებს. ფაქტობრივად, ბებია მზრდიდა. დედა დილით მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, ექიმი გახლდათ – ქეთი დადიანი. სკოლა იქვე, სახლთან მქონდა. ბარნოვზე ვცხოვრობდი და 53-ე სკოლაში დავდიოდი.
ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და სულ რაღაცას ვწერდი. არ მიყვარდა ფიზიკა, მათემატიკა… ქიმიას კიდევ რაღაცას ვუგებდი. ცუდი ნიშნები არ მყავდა. ერთხელ ფიზკულტურაში გამომყვა ორიანი”, – იხსენებდა მსახიობი საკუთარი ავშვობის შესახებ.
ეკა მჟავანაძე ამბობს, რომ მოუსვენარი ბავშვი იყო, ზოგჯრ მასწავლებლებსაც აბრაზებდა, თუმცა ყველამ იცოდა, რისი კეთება უნდოდა ცხოვრებაში, რომელ ფაკულტეტზე აბარებდა და ხელსაც უწყობდნენ.
“იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ჩემი მეზობელი რომ წაიკითახვდა რამეს და იტყოდა, ეს წავიკითხეო, მაშინვე მეც უნდა წამეკითხა. ვგიჟდებოდი ტომ სოიერზე, კარლსონზე, მერი პოპინსზე. სულ მინდოდა, ისე ჩამეცვა, როგორც მერი პოპინსს ეცვა”.
ეკა მჟავანაძეს ორი ბიჭი ჰყავს და ამბობს, რომ მათი აღზრდისას სიმკაცრეს ხშირად იჩენდა:
· “ნონა გაფრინდაშვილის ქორწილში ერთი ყანწი ღვინო დავლიე და…” – “ჩცდ”-ის ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფათერაკიანი ცხოვრება
“მათთან მომთხოვნი და მკაცრი ვიყავი. მე მაინც სულ უკმაყოფილო ვარ და სულ კრიტიკის ქვეშ მყავს ორივე, მაგრამ, ცუდები ნამდვილად არ არიან, სიკეთეც აქვთ… შეიძლება პროფესიონალი არ იყო ყველაფერში, მაგრამ ელემენტარული განათლება ხომ უნდა გქონდეს?! მუსიკაზე დამყავდა პატარა ორი წელი. ახლახან მითხრა, რას გიშავებდი, რატომ მტანჯავდიო. რატომ იქნებოდა ცუდი, დაკვრა რომ გცოდნოდა-მეთქი, ვუპასუხე. არადა, ჰქონდა ამის მონაცემები. ახლა ნოტების კითხვაც იცის და – ელემენტარული რაღაცებიც მუსიკაში. რაც უფრო მეტი იცი, ხომ უფრო კარგია?! რეჟისორმა მედიკო კუჭიხიძემ, რომელიც ძალიან განათლებული და ჩემი საყვარელი ქალბატონია, 60 წლის ასაკში უმაღლესი ფიზიკა ისწავლა. მოუნდა და ისწავლა! მსახიობობის სურვილი ორივეს მე გავუქრე. უამრავი მსახიობი ვიცი, ვინც დეპრესიაშია იმის გამო, რომ როლი არ აქვს. ეს სფერო დაუნდობელია და არ იცი, რა გელის. ჩემი უმცროსი შვილი სერიალ „გუნცაძეების ოჯახში“ თამაშობდა პატარა ბიჭის როლს. ერთ ფილმშიც გადავიღე, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ვათამაშე ჩიკას შვილის, სანის მეგობრის როლი და ბედნიერი იყო”, – ამბობდა ეკა მჟავანაძე შვილების შესახებ.
ეკა მჟავანაძემ 1989 წელს მიიღო ჯილდო „საუკეთესო ქალის როლის“ შესრულებისთვის. ეს იყო მედეა კუჭუხიძის დადგმა, „აფინა გენოვის შიში“. როგორც მსახიობი ამბობს, მის ცხოვრებაში დიდი როლი სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” ითამაშა: „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის არის მთელი ჩემი ცხოვრება, რომელმაც მე დიდი გამოცდილება მომცა. მოვიარე მთელი საქართველო. ამ სერიალმა ამოატრიალა მთელი ქართული ტელესივრცე”.