ევროსაბჭოს კომისარი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს იმუშაონ ყარაბაღელი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნებაზე

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმუშაონ იმ ადამიანთა უფლებების დაცვაზე, რომლებსაც შეეხო ორ მეტოქე ქვეყანას შორის ომი.
12 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში მიატოვიჩი ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში განხორციელებული ვიზიტით ნათელი გახდა 100 000-ზე მეტი ყარაბაღელი ლტოლვილის სირთულეები.
აზერბაიჯანმა სექტემბერში განხორციელებული საომარი ოპერაციით დაიბრუნდა კონტროლი ეთნიკური სომხების მიერ კონტროლირებულ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის რეგიონად აღიარებულ ყარაბაღზე, რასაც იქიდან ეთნიკური სომხების მასობრივი გადინება მოჰყვა. სომხები ბაქოს ძალებს ბრალს სდებენ შურისძიების თავდასხმებში, ქონების განადგურებაში და სხვა ტიპის ზეწოლაში.
მიატოვიჩი მიესალმა “აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იძულებით გადაადგილებული პირების ყარაბაღის რეგიონში დაბრუნების უზრუნველსაყოფად”, თუმცა “გამოხატა იმედი, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი რაც შეიძლება მალე შეძლებს დაბრუნებას, უსაფრთხო და ღირსეულ [პირობებში]”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული