ევროსაბჭოს გენმდივანი ოცნებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

ვროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ოცნებას მოუწოდებს, განახორციელოს რეკომენდაციები.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭო მზად არის დახმარების გაწევისთვის”, – წერს ის X-ზე.
I call upon authorities to implement our @coe @VeniceComm recommendations with a view of bringing the Law on Transparency of Foreign Influence in line with European standards @CoE stands ready to provide assistance @GeoMissionCoE1 https://t.co/JA7O1SJUkt— Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) May 21, 2024