ევროპული საქართველოს ფილმის “ლაზარეს 12 მსაჯული” პრემიერა გაიმართა

კლუბში ხიდი ევროპული საქართველოს ფილმის “ლაზარეს 12 მსაჯული” პრემიერა გაიმართა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ფილმი ს საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა, საქმეს კი ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
“პროექტზე მუშაობა თავისუფლების ინსტიტუტმა და ევროპულმა საქართველომ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს. ფილმში მონაწილე მსაჯულების შერჩევა მოხდა შემთხვევითი წესით, ონლაინ შემოსული განაცხადების საფუძველზე.
პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, საზოგადოებამ ჭეშმარიტება შეიტყოს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ, იმ მტკიცებულებების და ჩვენებების შესახებ, რომელსაც ბრალდება ეფუძნება.
ამავდროულად, ჩვენი მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ რეალური სისხლის სამართლის საქმის მაგალითზე იხილოს, თუ როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და რამდენად სასიცოცხლოა მისი გაფართოება სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, რაც ევროპული საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა ხვალ, 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით გადაიდო.