ევროპის ყველაზე განხილვადი ქალაქების სიაში ლონდონმა პირველობა დაკარგა

Ing-media.com-მა ევროპის ყველაზე განხილვადი ქალაქების რეიტინგი ( 60) გამოაქვეყნა. პირველად, ექვსი წლის მანძილზე, ლონდონმა პირველობა დაკარგა და პარიზმა ჩაანაცვლა. მესამე პოზიციას კი მადრიდი იკავებს.
ექსპერტების თქმით, რეიტინგის შედგენაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: კულტურა, მნიშვნელოვანი და გეოპოლიტიკური მოვლენები და საინვესტიციო კლიმატი.
TOP 10 ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:
პარიზი (საფრანგეთი)
ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)
მადრიდი (ესპანეთი)
სტამბოლი (თურქეთი)
რომი (იტალია)
ბარსელონა (ესპანეთი)
მილანი (იტალია)
ბერლინი (გერმანია)
ანკარა (თურქეთი)
ვალენსია (ესპანეთი)