ევროპა 70%-ითაა დამოკიდებული ჩინურ ბამბაზე, რომელიც საბრძოლო მასალაში გამოიყენება – FT

ევროპელი თავდაცვის კონტრაქტორები აფრთხილებენ, რომ ჩინურ ბამბაზე დამოკიდებულება, რომელიც საბრძოლო მასალაში გამოიყენება, საფრთხეს უქმნის მათ უნარს გააფართოონ წარმოება, რომ გააძლიერონ უკრაინის არმიის მხარდაჭერა. ამის შესახებ Financial Times შვედურ კომპანია Saab-სა და გერმანულ Rheinmettal-ზე დაყრდნობით წერს.
იარაღის წამყვანმა მწარმოებლებმა, მათ შორის შვედური Saab და გერმანული Rheinmetall წერენ, რომ ევროპა ზედმეტად არის დამოკიდებული ჩინეთის ბამბაზე.
Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განუცხადა FT-ს, რომ ევროპა 70%-ზე მეტად ეყრდნობა ჩინურ ბამბას”.
„არსებობს რისკი იმისა, რომ ჩინეთმა შეიძლება შეწყვიტოს ბამბის მიწოდება გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. ამიტომ ვყიდულობთ რაც შეიძლება მეტ ბამბას ჩვენი რეზერვების შესავსებად“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ევროპელმა ლიდერებმა ასევე აღნიშნეს დენთის დეფიციტის შესახებ. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ გარკვეული კომპონენტების, განსაკუთრებით დენთის დეფიციტის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარტში უკრაინის მთავარი მხარდამჭერების შეხვედრის შემდეგ.
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებით, ჩინეთს ეკუთვნის ბამბის მსოფლიო ვაჭრობის თითქმის ნახევარი. ბამბის უმსხვილესი იმპორტიორები არიან გერმანია, შვედეთი და ბელგია.
რუსეთმა, რომელიც ასევე აფართოებს საბრძოლო მასალის წარმოებას, გაზარდა ნიტროცელულოზის იმპორტი ჩინეთიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჩინეთიდან მისი შესყიდვები 2022 წელს $3,4 მლნ-დან 2023 წლის პირველ 10 თვეში $7,18 მლნ-მდე გაიზარდა.