ევროპაში ნედლეულის თითქმის 12% გადამუშავების გზით მიიღება – Eurostat

ევროკავშირში ნედლეულის 11,8% მოდიოდა გადამუშავებულ მასალებზე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კავშირის მთელ ისტორიაში. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო (Eurostat) ავრცელებს, რომელიც 2023 წლის მონაცემებს აანალიზებს.
ევროკავშირში ყველაზე ხშირად გადამუშავდება და ხელახლა გამოიყენება ლითონის მადნები – 24,7%. მათ მოსდევს არალითონური მინერალები – როგორიცაა ქვიშა, ხრეში, კირქვა, თიხა (13,6%) და ბიომასა (10,1%).
წრიული ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ნიდერლანდებში (30.6%), იტალიაში (20.8%) და მალტაში (19.8%).
რეიტინგის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ რუმინეთი (1.3%), ირლანდია (2.3%) და ფინეთი (2.4%).

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…