ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: კოლეგებო, წაგება ისწავლეთ – „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას

კოლეგებო, წაგება ისწავლეთ – „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ.
„საქართველოში არჩევნებამდე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა. ვერ ვიტყვით, რომ ევროპარლამენტი მიუკერძოებელია, რომ მიუკერძოებლად აკვირდებოდა არჩევნებს. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვფიქრობ არჩევნებზე, რადგან მიუკერძოებელნი არ ვართ“, – აღნიშნა ლუბოშ ბლაჰამ.
მისი თქმით, საქართველოს უფლება აქვს ითანამშრომლოს რუსეთთან, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულია.
„იმპერიალისტური მიდგომაა, აიძულო საქართველო ს მიმართ აგრესიული იყოს. რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით. უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს. და ვინაიდან მათ ეს არ სურთ, გვსურს დავსაჯოთ ისინი. ეს ამორალური მიდგომაა. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ქართველებზე ზრუნავს, თუმცა ორი კვირის წინ, პლენარულ სესიას მხოლოდ თარჯიმნები და ხუთი ევროპარლამენტარი ესწრებოდნენ. საქართველოს უფლება აქვს თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი