ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.5 მილიარდამდე ევროს გადახდა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ კიევისთვის Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გრანტებისა და სესხების მესამე ტრანშის გადაცემა დაამტკიცა და მალე დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ Ukraine Facility-ის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.
„აღნიშნული მესამე გადაცემის ჩათვლით, უკრაინას Ukraine Facility-ის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიარდი ევრო ექნება მიღებული მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ პროგრამა ძალაში შევიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო