დღეს საქართველო თავის განმანათლებელს, წმინდა ნინოს იხსენიებს

დღეს საქართველო თავის განმანათლებელს, წმინდა ნინოს იხსენიებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, „რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში“.

„წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენებას ულოცავს და სიკეთეს, მშვიდობას უსურვებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად