დღეს განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება

2 მარტს, 12:00-იდან 18:00 საათამდე, კონცეპტის და UK Bridge-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიური ღონისძიება განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება.
ღონისძიება ჩატარდება ს მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა.
UK Bridge ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას. თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.
დამატებით, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:
· 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge-ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
· 3 თვიანი კურსი UK Bridge-ის ონლაინ სასწავლო ცენტრში მოზარდებისთვის
· 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ