დუბლი და საგოლე პასი “სასუოლოსთან” – ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდა [VIDEO]

სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სასუოლოს“ 6:1 სძლია, ხოლო მ გაიბრწყინა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, პირველი მომენტი ოსიმენს შეექმნა, რომელსაც ჩაწოდებულ ბურთზე ფერარიმ დაასწრო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შემდეგ „ნაპოლიმ“ გოლი გაუშვა – შორიდან მერეტის კარი რაჩიჩმა დალაშქრა. თუმცა, მალე რაჰმანიმ და ოსიმენმა გაიტანეს და ნეპოლელები დაწინაურდნენ. მერე კვარაცხელიამ ცენტრიდან სცადა კარიდან გამოსული კონსილისთვის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ხვიჩასაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კონსილმა მოიგერია და პირველი ტაიმი
1:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „კვარამ“ მცველს ბურთი აართვა, ვიქტორს კარის წინ პასი გაუკეთა და მან ჰეთ-თრიკი მიითვალა. ნიგერიელმა 10+ გოლი ზედიზედ მეექვსე სეზონში გაიტანა. ქართველი კი ამით როდი დაკმაყოფილდა, დუბლი შეასრულა, “ნაპოლიმ” კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„ნაპოლი“ 40 ქულით მეცრხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 8 ქულა აშორებს და 3 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
სასუოლო – ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 რაჩიჩი (17), 1:1 რაჰმანი (29), 1:2 ოსიმენი (31), 1:3 ოსიმენი (41), 1:4 ოსიმენი (47), 1:5 კვარაცხელია (51), 1:6 კვარაცხელია (75)