გუბაზ სანიკიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დროზე გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი.
ამის შესახებ მან 18 თებერვალს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა და პაკისტანის მაგალითი მოიყვანა, როდესაც კორუფციის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პრემიერმა ციხიდან მოიგო არჩევნები.
სანიკიძის თქმით, დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მობრუნებული პოლიტიკოსების დრო დადგა, რითაც მან სააკაშვილზე გააკეთა აქცენტი.