დონალდ ტუსკი – მოხიბლულია მოსკოვით, მას ავტორიტარული მოდელის ს ნიმუშის მიხედვით შექმნა სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მოხიბლულია მოსკოვით და სურს, რომ თავისი ქვეყანა ს მოდელით ააშენოს, – ამის შეახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ბოლო დროს მოსკოვით მოხიბლულია და თვლის, რომ უმჯობესია შექმნას გარკვეულწილად ავტორიტარული მოდელი, რუსეთის ნიმუშის მიხედვით“, – აღნიშნა ტუსკმა.
მან უნგრეთში ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორბანის აზროვნება ძალაუფლებას აღიქვამს, როგორც „საშუალებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ გააკონტროლოს ხელისუფლების ქმედებები“.
ტუსკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი 1989 წელს პოლონეთზე გაცილებით წინ იყო, მაგრამ ახლა ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.
„ისინი, ვინც დაუშვა კორუფცია, მაგალითად, ევროპული ფონდების მიმართ, ჩამორჩნენ ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის ამ დიდ რბოლაში“, – აღნიშნა ტუსკმა.