აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.
ამასან, დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიუნგს შეხვდება. შეხვედრაზე ვაჭრობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ხუთშაბათს ჩინელ კოლეგას, ლიდერ სი ძინპინს შეხვდება. ლიდერები, სავარაუდოდ, სავაჭრო შეთანხმებას განიხილავს, რომელსაც შესაძლოა ფართო ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეაში ჩასვლამდე მალაიზიასა და იაპონიაში იმყოფებოდა.

 
				 
								
 
								

