დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

გვინდა შევიდეთ და ყველაფერი გავწმინდოთ, არ გვინდა ვინმე, ვინც 10 წლის განმავლობაში აღადგენს ქვეყანას. გვინდა, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგ საქმეს გააკეთებენ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში ირანზე საუბრისას განაცხადა.

-ის პრეზიდენტის თქმით, ის ნაბიჯებს დგამს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის სიაში მყოფი ადამიანები ომს ცოცხლები გადაურჩნენ. „დიახ, ჩვენ მათ ვაკვირდებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ის ასევე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა მზადაა აშშ-ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრისთვის. ტრამპის თქმით, ეს „ფუჭად დახარჯული კომენტარია“ და მიანიშნა, რომ შეჭრაზე ამ დროისთვის არ ფიქრობს.

„ეს დროის ფუჭად კარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი. მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დარტყმების ტემპი და ინტენსივობა გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში: უნგრეთის არჩევნები მაგალითია, რომ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება მოიგო, ამ ველში უნდა შეხვიდე, ოღონდ სწორად – 2028 წელს რომ არჩევნებია, ამაზე დღეიდან უნდა იმუშაო, ბოლო 40 დღე მოსაგებად საკმარისი არ იქნება

გიორგი შარაშიძე: ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე – დიახ, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, რატომ გამოვიდა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – ყველაფერს დავარქვათ სახელი