თავდაცვის მინისტრზე – პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს, ყველა კმაყოფილია მისით

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მხარს უჭერს -ის თავდაცვის მინისტრს პიტ ჰეგსეთს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუსიტებზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები აპლიკაცია Signal-ის შეტყობინებების ჯგუფში გააზიარა, რომელშიც მისი მეუღლე, ძმა და პირადი ადვოკატი იყვნენ გაერთიანებული.
„პიტი შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს. ყველა კმაყოფილია მისით“, – განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, კვლავ ენდობა თუ არა ჰეგსეთს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, აბსოლუტურად“.
ცნობისთვის, გამოცემა NPR-მა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა, პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, ახალი თავდაცვის მინისტრის ძებნა დაიწყო. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა NPR-ის სტატიას სრული ყალბი ამბავი უწოდა და განაცხადა, რომ გამოცემა ეყრდნობა ანონიმურ წყაროს, რომელსაც აშკარად წარმოდგენა არ აქვს, რაზეა საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”