დმიტრო კულება: უკრაინა არ დაკარგავდა ავდეევკას, საბრძოლო მასალა რომ მიეღო

არ დაკარგავდა ავდეევკას, საბრძოლო მასალა რომ მიეღო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის არმიაში იარაღის დეფიციტი შეიქმნა და ავდეევკაში მებრძოლებს უკან დახევა მოუწიათ ამის გამო.

„მიზეზი, რის გამოც უკრაინელი სამხედროები იძულებულნი არიან „თავი გაწირონ და დაიხოცნონ“, არის ის, რომ ვიღაც ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ განიხილავს. პატივს ვცემ საშინაო პოლიტიკას და არ ჩავერევი მასში, მაგრამ მინდა, ყველას გვახსოვდეს, რომ დებატების თითოეული დღე ნიშნავს სიკვდილს. ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს, კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო სჭირდება იარაღის ფრონტზე გაგზავნას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ ფრონტის ხაზზე“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებამ აღნიშნა, რომ ომი გაგრძელდება და არ აპირებს შეჩერებას.