დმიტრო კულება – უკრაინამ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ

მ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება“.
„ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება – ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, ს უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზეზი, თუ რატომ არიან უკრაინელი სამხედროები იძულებულნი „საკუთარი თავი გაწირონ და მოკვდნენ“, იმაში მდგომარეობს, რომ “ვიღაცები ჯერ კიდევ განიხილავენ გადაწყვეტილებას”.
„პატივს ვცემ [-ის] შიდა პოლიტიკას და მასში არ ჩავერევი, მაგრამ მინდა ყველას ახსოვდეს, რომ ერთ ადგილში დებატების ყოველი დღე სხვა ადგილში კიდევ ერთ სიკვდილს უდრის”, – განაცხადა კულებამ.