დი ლორენცოს აგენტი – ჯოვანი “ნაპოლის” ფანების საქციელით იმედგაცრუებულია

გუშინ “ნაპოლის” კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯუფრედიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება სურს.
ჯუფრედიმ ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით Tele A-სთან ისაუბრა.
“ჯოვანი “ლეჩესთან” მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო, ფანებმა მას დაუსტვინეს. პირდაპირ მითხრა, რომ “ნაპოლის” ფანებისგან ამას არ ელოდებოდა. კალცონას ახსნა-განმარტებაც ვთხოვე, თუ რატომ შეცვალა ჯოვანი. კალცონამ იგივე მითხრა, რაც ჟურნალისტებთან ინტერვიუში თქვა, მოეჩვენა, რომ დი ლორენცო დაღლილი იყო. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები”, – განაცხადა ჯუფრედიმ.
შეგახსენებთ, დი ლორენცოს “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულში ეწურება.