დიმიტრი პესკოვი – ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე კიევის რეჟიმისგან რეაქცია აქამდე არ მოგვისმენია

მოსკოვს წარმოდგენა არ აქვს, შეუერთდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამარჯვების 80 წლის იუბილეზე, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა კეთილი ნების ჟესტი გამოავლინა და გუშინ გამოაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღსანიშნავად დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდებოდა. კიევის რეჟიმისგან რეაქცია აქამდე არ მოგვისმენია. ჯერ ძალიან რთულია იმის გაგება, აპირებს თუ არა კიევის რეჟიმი [წინადადებას] შეუერთდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, მათ ასევე არ მიუღიათ კიევისგან პასუხი რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
„კიევის რეჟიმისგან პასუხი დღემდე არ მოგვისმენია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სამი დღით, 8 -10 მაისს იმოქმედებს.