რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა ჯერ კიდევ საჭიროა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლის შეთანხმება შრომატევად პროცესს წარმოადგენს.
„ამის შესახებ მუშაობა გრძელდება. საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. ყველას სურს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
