დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
“საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლა ნიშნავს, რომ რუსეთს არ ექნება საშუალება განაგრძოს უკრაინაში უკანონო შეჭრა. ჩვენი სანქციები პუტინს ხელიდან აცლის იმ რესურსებს, რაც მას ასე სჭირდება ამ წვალებით წარმოებული ომის დასაფინანსებლად.” – ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, .
სანქციების პაკეტი ეხება 50-ზე მეტ პირსა და კომპანიას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ომის წარმოებაში.
“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას მის ბრძოლაში დემოკრატიისთვის იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება.” – ამბობს კამერონი.
გუშინ, 21 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა არქტიკაში იმ პენიტენციური კოლონიის მაღალჩინოსნებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი, გარდაიცვალა. კოლონიის დირექტორს და მის ხუთ მოადგილეს დიდმა ბრიტანეთმა ანგარიშები გაუყინა. ასევე, სანქცირებულ ექვს პირს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდებათ.