გადაუღებელი თოვისა და ყინვის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი დილიდან გაჩერებულია.
წუხანდელი ღამიდან, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება, თუმცა უამინდობა ყველა სახის ტრანსპორტს აფერხებს.
ამ დროისათვის, მოძრაობა შეფერხებულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაიშვება.
რეგიონში შექმნილ ვითარებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის საკითხებზე, დღეს განცხადებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გააკეთებს.
