დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა – ოსიმენის ტრანსფერი?

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Financial Times-თან ინტერვიუში უეფა გააკრიტიკა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
“ფეხბურთი ავადაა, რადგან საფეხბურთო ეკონომიკაა დაავადებული. ლიგებსა და კლუბებს ფინანსურად კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ. შედეგად ლიგები საკმარისად პროდუქტიულები არ არიან.
მე მესმის, მაგალითად, უეფა ამბობს: ახლა ჩემპიონთა ლიგას 2.4 მილიონი ევრო გამოვუყავით, ევროპა ლიგას 500 მილიონი, კონფერენს ლიგას კი – 238 მილიონი. თუმცა, თუ ეს გუნდები ვალებში არიან, ეს ფული საკმარისი არაა.
ზოგიერთი ფეხბურთელი მრავალი წლის მანძილზე რჩება, ხოლო ზოგიერთის ხელში ჩაგდება პსჟ-ს, “არსენალს”, “მანჩესტერ სიტის” და “ჩელსის” სურთ. ძნელია მათი დატოვება, როდესაც ასეთ კლუბებს სჭირდებათ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ოსიმენის გამოსასყიდი თანხა, ძალიან მაღალი”.