დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა

ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ის ღაზას სექტორიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ დასახლებას, კიბუცი ბეერს ეწვია.
დასავლური მედიის ინფორმაციით, შუა აღმოსავლეთში ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრა როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ლიდერებთან. არსებული ცნობით, შეხვედრებზე უნდა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.
ცნობისთვის, ეს კამერონის პირველი ვიზიტია შუა აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ის მთავრობის კაბინეტში დაბრუნდა. 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე