“დედისგან გამოგზავნილი ფულით მამა ბავშვებს ამზადებდა, თურმე, ყოველ დღე დაყავდა რეპეტიტორებთან” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, , ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
დაღუპული ტყუპების დედა ემიგრაციაში იყო. დებს ძმაც ყავდათ. ისიც დაიღუპა. დედისგან გამოგზავნილი ფულით მამა ბავშვებს ამზადებდა, თურმე ყოველ დღე დაყავდა ბავშვები რეპეტიტორებთან. დედა ახლა ჩამოვიდა, ცოცხლად დამარხულ ქმარ-შვილთან. სიტყვები არ მყოფნის ისეთი ტრაგედიაა.