დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელს“ ეწვია

წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მ მედიასთან, „საახალწლო სოფელში“ სტუმრობისას.
კახა კალაძემ „საახალწლო სოფლის“ დეკორაციები დაათვალიერა.
„საახალწლო სოფელი“, რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები. მართლაც ჯადოსნურია, მორთულია ულამაზესად და მინდა ყველა იმ ადამიანს, იმ კომპანიას მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა. აღნიშნულ არეალებში მოწყობილია სხვადასხვა სახის სივრცეები, იმართება წარმოდგენა-პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო და სხვა სახის თემატური აქტივობები, ასევე კონცერტები.
„საახალწლო სოფელში“ სხვადასხვა ინსტალაციებთან ერთად განთავსებულია საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა დახვდებათ.
ასევე ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა ახალ წელს.
„საახალწლო სოფელში“ მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი და თბილისის საშობაო ბაზარი, სადაც გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ