“დახვდი კობახიძეს” – ხვალ, 09:00 საათზე თსუ-ს მეორე კორპუსთან აქციაა

ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან შეიკრიბებიან, სადაც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა გამართოს.
“დახვდი კობახიძეს” – ამ სახელწოდებით აქცია სტუდენტურმა მოძრაობა “ნაბიჯმა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს.
“არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
გასულ კვირას, თსუ-ში კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
სტუდენტები თსუ-ის მეორე კორპუსთან მისულები იყვნენ, რათა მშვიდობიანი პროტესტი გამოეხატათ და სირცხვილის კორიდორი გაეკეთებინათ. თუმცა მათ პროსახელისუფლებო აგრესიული ჯგუფი დაუპირისპირდა, იყო ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა და მუქარა.
უნივერსიტეტის დატოვების დროს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვებს არ უპასუხა და არც თავდასხმა დაგმო.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ