დაუჯერებელი ისტორია – უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს…

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­ში ერთ-ერთი ნა­გავ­საყ­რე­ლი მას შემ­დეგ გა­და­კე­ტეს, რაც გა­ირ­კვა, რომ იქ 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. დღეს რამ­დე­ნი­მე ტონა ნაგ­ვის ქვეშ, კაცს სურს იპო­ვოს თა­ვი­სი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მყა­რი დის­კი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით, რო­მე­ლიც შეც­დო­მით აღ­მოჩ­ნდა სა­ნაგ­ვე­ში.

38 წლის კრიპ­ტო ინ­ვეს­ტო­რი, გრენ­ლან­დი­ე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მი­ლი­არ­დე­რი ჯე­იმს ჰო­ველ­სია, რო­მე­ლიც ნა­გავ­ზე შემ­თხვე­ვით გა­დაგ­დე­ბულ მყარ დისკს ისევ ეძებს, ამ­ბობს, რომ მას­ზე 451 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 8000 ბიტ­კო­ი­ნია. მყა­რი დის­კი, ახლა ნი­უ­პორ­ტში, უელ­სის ნა­გავ­საყ­რელ­ზეა, რო­მე­ლიც იქ შემ­თხვე­ვით, სახ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა.

კაცი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი მი­ლი­ო­ნე­ბი ტო­ნო­ბით ნა­გავ­ში “გდია”. ად­გი­ლი მა­შინ­ვე შე­მო­ღო­ბეს, და­ყე­ნე­ბუ­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი. ასე­ვე ნა­გავ­საყ­რელს იცავს სა­დღე­ღა­მი­სო დაც­ვა, რათა განძზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი იქა­უ­რო­ბას არ მი­ა­წყდნენ…

სხვა­თა შო­რის, თუ ბიტ­კო­ი­ნე­ბის ფასი იგი­ვე ტემ­პით გა­აგ­რძე­ლებს ზრდას, რო­გორც ამ მო­მენ­ტში, მა­შინ წლის ბო­ლომ­დე და­კარ­გუ­ლი კრიპ­ტოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა სამ­ჯერ გა­იზ­რდე­ბა.

  • რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მი­ლი­ო­ნე­ბი ნა­გავ­ში?

შემ­თხვე­ვა 10 წლის წინ მოხ­და, რო­გორ გა­ირ­კვა, ჰო­ულსმა სა­გა­ზა­ფხუ­ლო და­სუფ­თა­ვე­ბა მო­ა­წყო სა­კუ­თარ სახ­ლში. მან თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი­დან არა­სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი შავ ნაგ­ვის ტო­მა­რა­ში ჩა­ა­ლა­გა და სახ­ლი­დან გას­ვლი­სას კარ­თან მო­ა­თავ­სა. დი­ლას კი მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, ახლა უკვე ყო­ფილ­მა, ნა­გა­ვი გა­და­აგ­დო – მან, რა თქმა უნდა, არ იცო­და, რომ იქ მყა­რი დის­კიც იყო, ზედ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, კაცი ტომ­რის გა­დაგ­დე­ბას სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­და, უბ­რა­ლოდ, მისი სა­კუჭ­ნა­ო­ში ჩა­ტა­ნა სურ­და.

მას შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მი­ლი­არ­დე­რი ყო­ველ­დღი­უ­რად ათ­ვა­ლი­ე­რებს ად­გი­ლობ­რივ ნა­გავ­საყ­რელს იმ იმე­დით, რომ დისკს იპო­ვის. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მან საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა სა­ძი­ე­ბო არე­ა­ლი – კაცს სჯე­რა, რომ “გან­ძი” ყვე­ლა­ზე დიდი ორი ბორ­ცვის ქვეშ არის და­მარ­ხუ­ლი და ეს არის 100 ათა­სი ტონა ნარ­ჩე­ნი, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩე­ვაც ნიჩ­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­უ­წევს.

ჰო­ველ­სი ნა­გავ­საყ­რელ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს. წარ­სულ­ში მან რამ­დენ­ჯერ­მე შეს­თა­ვა­ზა ნი­უ­პორ­ტის საკ­რე­ბუ­ლოს, რათა მას მი­ე­ცეს ნარ­ჩე­ნე­ბის გა­თხრის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­ნაც­ვლოდ მო­გე­ბის ნა­წი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ნარ­ჩე­ნე­ბის სუ­ნი­ა­ნი გრო­ვის მან­ქა­ნით გა­თხრა, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას გა­რე­მოს.

ნა­გავ­საყ­რე­ლი დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ არის.

ჯე­იმ­სი ხში­რად მი­დის ნა­გავ­საყ­რელ­ზე და და­კარ­გულ მი­ლი­ო­ნებს გლო­ვობს. ის უკვე არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე NASA-ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 2003 წელს ჩა­მო­ვარ­დნი­ლი შატლ “კო­ლუმ­ბი­ის” მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­დგე­ნა­ში. ბრი­ტა­ნელს ვე­რა­ვინ ეხ­მა­რე­ბა. მან ახ­ლა­ხან ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზა მო­ე­ძებ­ნათ დის­კი მე­ქა­ნი­კუ­რი ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და ნერ­ვუ­ლი ქსე­ლი, და­რა­ჯად კი რო­ბო­ტი ძაღ­ლე­ბი და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ, ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა კვლავ უარი უთხრა…

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ