დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო – ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა. „კრება დარჩა მხიარული“: 24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას; ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან; ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება; ჯერ ს აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას – ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა… ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი? სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა! P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი! ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”