“დანებების უფლება არ გვაქვს” – კარა-მურზამ პროცესზე ნავალნიზე ისაუბრა და რუს ხალხს მიმართა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა და კრემლის კრიტიკოსმა ვლადიმირ კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე რუსი ოპოზიციონერის, ს დაღუპვაზე ისაუბრა და რუს ხალხს მიმართა.
დღეს რუსეთში ვლადიმირ კარა-მურზას პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება კრემლის კრიტიკოსის საჩივარს. ის ს საგამოძიებო კომიტეტს უმოქმედობაში ადანაშაულებს 2015 და 2017 წელს მისი მოწამვლის საქმეებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი არაერთხელ გადაიდო იმის გამო, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ წარადგინა. სასამართლოს მოსმენის წინ ვლადიმირ კარა-მურზა სიტყვით გამოვიდა.
“ძალიან ბევრი იმედგაცრუებაა, ძალიან ბევრი სასოწარკვეთაა, რაც ადამიანურად გასაგებია. მთელი კვირაა თავად ბურანში ვარ. ჯერ კიდევ ვერც გონებით, ვერც ემოციურად აღვიქვამ, რა მოხდა, მაგრამ თუ იმედგაცრუებას დავნებდებით და სასოწარკვეთას მივეცემით, ეს სწორედ ის არის, რაც მათ უნდათ. ამის უფლება არ გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენს დაღუპულ მეგობრებთან ვართ ვალში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა მეტი ძალით და მივაღწიოთ იმას, რასაც თავი შესწირეს, რომ რუსეთი გახდეს ნორმალური, თავისუფალი, ევროპული ქვეყანა – ეჭვი არ მეპარება, რომ ასე იქნება. მომავალს ვერ შეაჩერებენ”, – თქვა ვლადიმირ კარა-მურზამ.
რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.
კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა”.
2024 წლის 29 იანვარს კარა-მურზას ცოლმა გაავრცელა მიმართვა და თქვა, რომ მის ქმარს დაატოვებინეს ს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონია, რომელშიც ის სექტემბრიდან იმყოფებოდა და გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.