“დამაგდეს, წიხლები მირტყეს, უკვე ვიგუდებოდი და რას შვრებით, მკლავთ-მეთქი?” – რას ჰყვება აქციაზე ნაცემი პირი

“დამაგდეს, წიხლები მირტყეს, უკვე ვიგუდებოდი და რას შვრებით, მკლავთ-მეთქი?” – რას ჰყვება აქციაზე ნაცემი პირი
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 10 მომიტინგე თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტები წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან გვიან ღამით გაუშვეს, მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ფიზიკური დაზინებების კვალი აღენიშნება და სასტიკად ნაცემია.
უჩაა ქემაშვილი “პირველებისთვის” მიცემულ პირველ ინტერვიუში ამბობს:
რომ ვყვიროდი და ვსკანდირებდი, რუსეთს რა, “ქართულ ოცნებას” რა, რუსულ მთავრობას რა, ამ დროს სირაძე ირონიულად მიყურებდა და მივხვდი, რომ რამდენიმე წუთში დამაკავებდნენ. საყვირით ვყვიროდი და მთხოვა, ცოტახნით გაჩუმდი, ტელეფონზე უნდა ვისაუბროო და კი ბატონო მეთქი, როცა მორჩა გავაგრძელე ისევ და რამდენიმე წამში დამაკავეს. დაბლა დამაგდეს, წიხლები მირტყეს ფერდში. რუსული მილიცია არის, პოლიცია არა. ჰუდის თასმა მქონდა, უკვე ვიგუდებოდი და რას შვრებით, მკლავთ-მეთქი? შემდეგ უკვე სხვა პოლიციელებმა უთხრეს, ასე ნუ ექცევითო”