დაკავებულია ელენე ხოშტარია

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი და ტერიტორიიდან გაიყვანა. “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

აღმაშფოთებელია, რომ ხდება განსხვავებული აზრის დევნა. ერთადერთი ძალაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „დიფ სთეითის“ მიერ ჩანერგილი ძალები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში