დავით ჩხეიძე: ეს არის ნამდვილი არისტოკრატების მასკარადი

“ყოველდღე მაღალი ყელსახვევებით, ჰუდებით, ქუდებით, სათვალეებით… საოცარი სიმსუბუქით ჯარიმის, რეპრესიის პირისპირ იკრიბება რჩეული საზოგადოება.
ეს არის ნამდვილი არისტოკრატების მასკარადი.
თვალებს უსწორებ, ცნობ და ვერ ცნობ. ამოიცნობ და გეუფლება სიახლოვის განცდა.
ამ სიახლოვეს განაპირობებს არა დიდი ხნის ნაცნობობა, არამედ განცდა საზიარო სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის…
ადამიანის რომელიც რისკავს ყველაფერს, რომ დაიცავს საკუთარი და საზოგადოების ღირსება, მაგრამ ამას აკეთებს არა შემაწუხებლად, ირონიით, კეთილგანწყობით.
ნამდვილი არისტოკრატია,”  – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.
შეგახსენებთ, უწყვეტი პროტესტის 92-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი ს დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ მათ აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ – ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს