“ირაკლი კობახიძემ დღეს დილით, 9 აპრილს რომ უცხო ძალამ დაგვარბია, იმის ისეთი გაპრავება დადო, ჯობდა ისევ უცხო ძალა ეთქვა, და, ეს არ იკმარა და საღამოს ანწუხელიძე პიარის კი არა პირდაპირ დიფსთეითის დავალების მსხვერპლად გამოაცხადა.
აი, რა გინდა რომ თქვა? ტიპი არის ჩვეულებრივი მანიაკი, თანაც, როგორც მისი ძვირფასი რუსები იტყოდნენ, “ბეზ სტიდა ი სოვესტი” – სრული დეფიციტი აქვს სინდისის და სირცხვილის გრძნობის,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.