დააკავეს სამი პირი, რომლებიც ჩასარიცხ აპარატებს ტეხავდნენ და ფულს იპარავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის
რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების
მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული
ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული
რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი
მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი
ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა
ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში
არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი
აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ
სრულ თანხას.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების
შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე,
მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ მომიტინგეები. ზუსტად იმავე დავალებას რომ გაძლევენ ახლა, იცი რომ გამხელენ და მაინც ჭადრაკი გაგაქვს და ფოტოებს ავრცელებ

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია