გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ,,თბილისობას” დაესწრო

გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,თბილისობის” დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაიასთან ერთად დაესწრო.
სახალხო დღესასწაულს რომელსაც მუზეუმმა უმასპინძლა, ტრადიციულად შეუერთდა გურია, სადაც წარმოდგენილი იყო კუთხისთვის დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო და ფოლკლორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ