გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წელი შეუსრულდა.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარუსია სირაძეს იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
მარუსია სირაძეს 9 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა: ქობულეთში ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, შუახევში ომარ ტაკიძე, ქედაში მამუკა თურმანიძე, ხულოში ვახტანგ ბერიძე, ბათუმში – გიორგი ცინცაძე