გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და სუვერენიტეტი შევიბღალეთ, სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის მიმართ სიყვარული და ევროპული ღირებულებები დაინახეს – ჩვენ ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და სუვერენიტეტი შევიბღალეთ, სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ, – ეს განცხადება დღეს პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, „ევროინტეგრაციის მატარებელი სწრაფად მიდის, საიდანაც ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილი და გაჩერებულია“.
„მშვიდობიანობის დროს კანდიდატის სტატუსის მიღება შევძელით ანუ პრაქტიკულად დავადგინეთ, რომ უძველესი, ქართული კულტურული ღირებულებები თავსებადია უძველეს ევროპულ კულტურულ ღირებულებებთან. ჩვენთვის დე იურე კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ აქედან გამომდინარეობს.
რაც შეეხება რეკომენდაციებსა და პირობებს, ბუნებრივია, ევროპელებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მათ იციან, საქართველოში ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ წელში მოლაპარაკებები გაიხსნება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)