“გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე”

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, იუმორისტ ვასო ფხაკაძეს ყოფილი პოლიციელი ემუქრება:
 “გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე.
ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.
ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში მიადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.
შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა ეს პირი იდენტიფიცირებულია.
ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას” – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად – თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას

ვახტანგ ხმალაძე – კანონის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება ვადა, ვიდრემ მისი შემცვლელი არ აირჩევა