ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
მზია ამაღლობელის მიერ გაწნული ღირსების სილა
საქმე-საქმეზე თუ მიდგება მაშინ, მზია ამაღლობელი სილა, კონკრეტული პერსონისთვის თუნდაც პოლიციელისთვის კი არა, სისტემისთვის გაწნული სილაა და ეს ღირსების სილაა.
აი, რატომ – 28 ნომებრიდან 7 დეკემბრამდე, აქციების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 400 ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, 80 მათგანი იქნა ჰოსპოტალიზირებული.
მხოლოდ 1-ელ დეკემებრს ჰოსპიტალიზირებული იქნა პროტესტის 27 მონაწილე.
2024 წლის მარტი-აპრილი, ნოემბერ-დეკემბერი – აქციების დროს დაშავდა 624 ადამიანი, მათ შორის მძიმედ – 157.
327 დაკავებულიდან 225-ის მიმართ განხორციელდა არასთანადო, არაადამიანური, უფლებების შელახველი მოპყრობა. ეს დადასტურებულია თვით სახალხო დამცველი ინფორმაციითაც.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 157 ადამინი იქნა ნაცემი, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის ტრავმები, მათ შორის მძიმე დაზიანება.
ამ პერიოდში დააკავეს 400-მდე ადამიანი. მათ შორის 40-მდე ქალი.
მხოლოდ ნოემბერ-დაკემბერში ადამინისტრაციულმა ჯარიმებმა 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
მითხარით ერთი სამართალდამრღვევი სამართალდამცველი თუ არის გამოვლენილი და დასჯილი? არა! ეს არის „ოცნების“ სამართალი.
არაფერს დავწერ დედების ცრემლებზე და მამების ღმუილზე. არაფერს დავწერ შვილებზე, რომლებსაც მშობლები უკანონოდ დაუტუსაღეს. არაფერს დავწერ შვილების მიერ დაუტურებელ მშობლებზე. ეს მორალია, რომელიც „ოცნების“ შეფებს არ გააჩნიათ.
ჩემთვის, ეს არის ჯანმრთელი, ჯანსაღი და საკუთარი სახელმწიფოს გულშემატკივარი თოთოეული მოქალაქის მიერ ოცნებისთვის ნათავაზები ღირსების სილა.