,,გირჩი” ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციას გამართავს

,,გირჩი” ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, შაბათს, 19.00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს:
,,ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა.
დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები.
მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!“ – ნათქვამია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ