გიორგი ქადაგიძე: ყველა ავტორიტარი და დიქტატორი მარცხდება, თან ელვისებურად

“ქვეყანას კარზე მომდგარ ევროპულ პერსპექტივას უკლავენ, უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისისთვის იმეტებენ, ათიათასობით ჩვენი მოქალაქე გასაქცევად ემზადება, რუსების სალუკმედ გვტოვებენ, 400 ლარიანი ღობის დაზიანებისთვის ახალგაზრდებს 6 წლით ასამართლებენ, თან კორუფციაში და ქრთამში იხრჩობიან და საღებავის შესხმა თურმე ნამეტანია.
საღებავის შესხმა კი არა, უნდა ჩამოიშალოს ეს კორუპირებული, ოლიგარქული უთავმოყვარეო რეჟიმი, თუ გვინდა ამ ქვეყანაში პატიოსან ადამიანს ეცხოვრებოდეს.
ყველა ავტორიტარი და დიქტატორი მარცხდება, თან ელვისებურად, ძალიან მალე დადგება ეგ დრო ჩვენთანაც, ამაში დარწმუნებული ვარ.
გვახსოვდეს რომ უმრავლესობა ამ ქვეყანაში ჩვენ ვართ!!!
🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪🇪🇺” – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს