ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე:
ოლიგარქის მარიონეტმა ე.წ. პარლამენტის თავჯდომარემ პოსტი ააფრიალა, ქართული ეკონომიკა ყვავისო, ცხრილიც დაურთო, საქართველო პირველ ადგილზეა, ხოლო გერმანია და ავსტრია ბოლოზეო. მართლაც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
ოცნების პროპაგანდაზე და რიცხვების წვალებაზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ მშრალ ფაქტებს შეგახსენებთ ამჯერად:
საქართველოში მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რაც გულისხმობს 670 ლარზე ნაკლებ შემოსავალს თვეში, 1 სულზე. პენსია 450 ლარია, დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2,000 ლარი, ხოლო ყოველი მესამე მოქალაქე სოციალურ შემწეობას ითხოვს.
“ჩამორჩენილ და მრავალი წელი კრიზისში მყოფ” გერმანიაში კი თვეში საშუალო ხელფასი 12,000 ლარს აღემატება, პენსია 4,500 ლარს, სიღარიბის ხსენებულ ზღვარს ქვემოთ პრაქტიკულად არავინ ცხოვრობს. იქ სიღარიბეს უწოდებენ იმას, როდესაც მოქალაქის შემოსავალი თვეში 7200 ლარზე ნაკლებია. აქვე, ჯანდაცვა და განათლება უფასოა (გერმანული ხარისხის თან), ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 წლით მეტი ვიდრე ჩვენთან.
კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, უტიფრობის ისეთ მასშტაბზე არიან გასულები ყველა მიმართულებით. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.