გიორგი ქადაგიძე: ასეულობით მილიონი დახარჯა პროპაგანდამ ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციაში. უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ წარმატებულად. მაგრამ…

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე:
ასეულობით მილიონი დახარჯა პროპაგანდამ ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციაში. უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ წარმატებულად. მაგრამ, თურმე გვყოლია ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერები ვინც უყოყმანოდ მიდიან ციხეში (ნაწილი პირველად, ნაწილი მეორედ და მესამედ), როცა რუსულ რეჟიმთან არათანამშრომლობას ეხება საქმე.
ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის მიდიან.
დღეს მიემატა პოლიტპატიმრების სიას, ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა მას. დიახ, პროდასავლური ოპოზიციონერების დაჭერა დააჩქარებს სანქციებს და შესაბამის წნეხს გარედან.
შიგნით კი, მხოლოდ ერთი თემა უნდა განიხილებოდეს, როგორ დავამხოთ რუსული, კოლაბორაციონისტული რეჟიმი და როგორ დავორგანიზდეთ რეჟიმის ჩამოსაშლელად.
აუცილებლად ასე მოხდება!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: თამირლან მაჩალიკაშვილი დასაძინებლად ემზადებოდა. ძილის წინ ტელეფონს სქროლავდა რა დროსაც სპეცრაზმი შევარდა ოთახში და საწოლშივე ჩაცხრილა ბიჭი. ხელში იარაღი ეჭირაო. როცა საფრთხე გემუქრება, ასე უნდა იმოქმედოო

ომარ ფურცელაძე: გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა