გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს! [VIDEO]

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი წარსდგა და ტურნირის ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ძიუდოიტმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ ნაკამურას სძლია.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ვიდეო: სილქ სპორტი