სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი:
ლელომ მხარდამჭერი უკვე გამოგლიჯა
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ახლა მინდა სერიოზულად დავწერო
ეს ადამიანი ლელოს დეპუტატობის კანდიდატი სულხან მსხალაძეა ადამიანი რომელიც როგორც ფოტოზე ხედავთ ერთი თვის წინ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის პოსტებს აზიარებდა და ასევე კალაძეს საჯაროდ მადლობას უხდიდა.
აი ეს ადამიანი კი ოპოზიციურმა პარტიამ ლელომ ჩასვა სიაში რომელიც ხალხს გვარწმუნებს მოდით არჩევნებზე და გამოვგლიჯოთ ქალაქები, საკრებულოებიო.
კარგი, დაუშვათ მოვედი, ხმა მოგეცით და მოიგეთ. ამის შემდეგ რა გარანტია არსებობს იმის რომ ეს ოპოზიციონერი დეპუტატები, არ შეიცვლიან განწყობებს და არ გადავლენ ოცნებაში, რადგან მათ უმრავლესობა შეუკრან? ან რა არის გარანტია გამარჯვებული მერი რომ არ გაქოცდება? – თან იმის ფონზე როდესაც ლელოსაც და გახარიასაც ჰქონდათ შემთხვევა როდესაც დეპუტატობის ან მერობის კანდიდატმა, კანდიდატურა მოხსნა. ახლა ალბათ პასუხი იქნება გარანტია რამეზე როგორ მოგცეთ რეჟიმს ვებრძვითო. მაგაზეც გეტყვით საკუთარ კანდიდატზე გარანტიას რომ ვერ იძლევი, იმას სადმე რატომ ნიშნავ ან ხალხს არჩევნებზე მოდითო რას მოგვიწოდებთ?
პოლიტიკაში ყოფნა რომ გინდათ, პოლიტიკოსობა რომ გინდათ და გამარჯვება (რაშიც ეჭვი მეპარება)
მაშინ უნდა ადგეთ მეტი მოინდომოთ, საქმეს მეტად სერიოზულად მიუდგეთ, რაც იმაში გამოიხატება რომ სულ მინიმუმ თქვენი დეპუტატი რომ ქოცია, ინტერნეტით არ უნდა იგებდეთ.
პ.ს ამ კაცის ფეისბუქი აღარ იძებნება, სავარაუდოდ გააუქმა
