ანტვერპენში გამართულ ევროპალატის გენერალურ ასამბლეას საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ერთად, ევროპალატის წევრი სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან შესაბამისი წარმომადგენლები დაესწრნენ.
გენერალურ ასამბლეაზე ევროპალატის პრეზიდენტმა, ვლადიმირ დლოუჰიმ 2023 წლის ევროპალატის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 6-9 ივნისის პერიოდში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები განიხილეს.
ამავე ასამბლეის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს 2024 წელს დაგეგმილ აქტივობებსა და პრიორიტეტებზე.
