გიორგი მელაშვილი: არანაირი „ტრამპი მოვა და ბიძინა დაალაგებს“ არ გიშველით

“მცირე განმარტება, რას ნიშნავს -ის გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ძალიან მოკლედ: ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქარტიას ხელი 2009 წლის დასაწყისში მოეწერა. ეს იყო 2008 წლის აგვისტოში ს აგრესიაზე ერთგვარი პასუხი, და – სრულიად ბუნებრივად – უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობს ქარტია (United States-Georgia Charter on Strategic Partnership) შედგება 5 სექციისგან.
პრინციპების დონე – ეს სექცია ქმნის მთელი დოკუმენტის იდეას – ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ პირველივე მუხლი არის „1. Support for each other’s sovereignty, independence, territorial integrity and inviolability of borders constitutes the foundation of our bilateral relations.“ ანუ მთელი ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, აშშ-ის მთავარი შემაკავებელი ბერკეტი, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დაცვა, დღეს ჰაერში კიდია.
სექცია 2 – თავდაცვა და უსაფრთხოებსი თანამშრომლობა; ქართული ჯარის გადაიარაღება, NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები (აი, ჯაველინები რომ მოგვცეს, გახსოვთ?) ეს ყველაფერი შეჩერდება. ღრმა ინსტიტუციური თანამშრომლობა – ეგეც.
სექცია 3 – ეკონომიკა – ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შანსი და პრეფერენციული დამოკიდებულება – ეს ყველაფერი დაივიწყეთ.
სექცია 4 – დემოკრატია და საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და უზარმაზარი ამერიკული პროგრამები საჯარო მოხელეებისთვის – დაივიწყეთ.
სექცია 5 – ფულბრაითი, ფლექსი, UGRAD, Legislative Education and Practice (LEAP), the International Visitor Leadership Program და English Language Teaching and Learning Program, კულტურული ძეგლების აღდგენაში დახმარება – ეს ყველაფერი ჰაერში კიდია.
ყოველწლიური მაღალი დონის კომისიების შეკრება ამ საკითხების გასაღრმავებლად – ესეც დაივიწყეთ.
არანაირი „ტრამპი მოვა და ბიძინა დაალაგებს“ არ გიშველით.
ქართულმა ოცნებამ ჰაერში დაკიდა ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა და არაღიარების პოლიტიკა.
ყველაფერი ს ხუშტურისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად,” – წერს სოციალურ ქსელში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება